Posts

Showing posts from August, 2022

1929 წელი. კარდენახელი ბებო რთველში.

Image
  1929 წელი. კარდენახელი ბებო რთველში.

ნუგზარ შატაიძე - ვენახის ანგელოზები

ახალშეწამლული, ჯერ ისევ სველი ვაზი მზეზე სხივის. ძირს დაშვებულ, სისველისაგან დამძიმებულ ფოთოლს შაბიამნის წვეთები სცვივა და ფხვიერ მიწაშიიჟონება. სიჩუმეს მხოლოდ მათი ტკაპატკუპის ხმა არღვევს. უეცრად იმ ხმას წყლის თქაფუნი შეერევა: წელზევით შიშველი, შაბიამნის ხსნარით თავპირშეღებილი გოგია საგუბართან წაკუზულა და ხელებს იბანს. წყალსპირზეც რომ შეისხამს და სახეს ჩამოიბანს, მაშინღა გამოჩნდება, რომ შუახნის გამხდარი, სქელულვაშა, ოდნავ შემელოტებული კაცი ყოფილა. კარგად რომ გაიღვრიჭება, შესაწამლი აპარატისთვის მაშინღა მოიცლის: გარეცხავს, გააჩახჩახებს, მილებსაც დაშლის და საგულდაგულოდ გააკრიალებს. ბოლოსაპარატის ნაწილებს გასაშრობად ყორეზე ჩამოამწკრივებს, შაბიამნით გათხუნულ პერანგს აიღებს და ქოხისკენ გასწევს. მოკრიალებულ ცაზე ცხრათვალა მზე ღუდღუდებს. მზვარეზე ჩაფენილ, ლურჯად დაფერილ სველ ვენახს თხელი, სიფრიფანა ორთქლი ასდის. შორიდან გუგული იძახის. თავდავიწყებით უსტვენს ვერცხლისფერ ფშატზე შემომჯდარი შაშვიც. გოგია ქოხში გამართულ ხის ტახტზე ზის, ტანზე სუფთა პერანგი აცვია, ზურგით კედელს მისწოლია და ...